Site icon Civil.ge

საქსტატი-წინასწარი მონაცემები: მესამე კვარტალში მშპ-ის ზრდა 4% იყო

2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კვარტლების მიხედვით, წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2018 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 %-ით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4.4 % იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.6% შეადგინა, ივლისში ეს მაჩვენებელი 4.6 %, ხოლო აგვისტოში 2% იყო.

საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 5 %-ით გაიზარდა, რაც 2013 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.8 %-ით, 2015 წელს 2.9 %-ით, 2014 წელს 4.6 %-ით, ხოლო 2013 წელს კი, 3.4 % გაიზარდა.

მთავრობა 2018 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)