Site icon Civil.ge

ნორვეგია ბაქოში საელჩოს დახურვას და თბილისში გახსნას გეგმავს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინე ერიქსენ სორეიდეს განაცხადებით, ოსლო 2019 წელს თბილისში საელჩოს გახსნას გეგმავს.

იმავდროულად, ნორვეგიის საელჩო ბაქოში დაიხურება, ხოლო აზერბაიჯანს ანკარაში ნორვეგიის წარმომადგენლობა დაფარავას. ნორვეგიის საელჩო ბაქოში 1998 წლიდან ფუნქციონირებდა და ის საქართველოშიც იყო აკრედიტირებული.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გადაწვეტილება ნორვეგიის ინტერესებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მისი ურთიერთობების შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული.

„საქართველო ევრაზიის რეგიონში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული პარტნიორი ქვეყანაა. წლების მანძილზე, ის რეფორმების კურსს ახორციელებს, რამაც ის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის სტრუქტურებს დაუახლობა“, – განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)