Site icon Civil.ge

ცესკომ პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ცესკოს ოქმის თანახმად, 28 ოქტომბერს არჩევნებში 1 647 878 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევნების 46.83 %-ია. 53 847 ბიულეტენი გაუქმდა, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემს (30 101) ბევრად აღემატება.

არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგი ასეთია:

დანარჩენმა 18-მა კანდიდატმა ამომრჩევლის ხმების 1 %-ზე ნაკლები მიიღო (თითოეულმა).

ორ მთავარ კონკურენტს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის 3 705 უბანი გაიხსნება, მათ შორის, 55 უბანი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროებისთვის კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევენ. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, ქვეყნის მთავარსარდალს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)