Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი – ბიოგრაფია

სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome/

66 წლის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა, საქართველოში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიწვია.

2004-2005 წლებში მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ის ოპოზიციაში გადავიდა და პარტია „საქართველოს გზა“ ჩამოაყალიბა.

2010 წელს ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის გამოც მან საქართველო დატოვა.

ქვეყანაში ის 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა, თუმცა ორმაგი მოქალაქეობის გამო, ის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2016 წელს ზურაბიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელი დაპუტატის სტატუსით მოხვდა, თუმცა მმართველი გუნდის მხარდაჭერით სარგებლობდა. ის მთაწმინდის ერთმანდატიანი ოლქის მაჟორიტარი გახდა.

ქართულ პოლიტიკაში ჩართვამდე ზურაბიშვილი საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში რიგ თანამდებობებზე მსახურობდა. მას პარიზში პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)