გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად, საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი კვლავ გრძელდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის უბნების 98.54 % უკვე დათვლილია (3 651 უბანი). შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის ხმების 59.62 % მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 40.38 %.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 56.23 %-ია.
პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობა გაცილებით მაღალი იყო. 28 ოქტომბერს არჩევნებში 1 647 878 ამომრჩეველი მონაწილეობდა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 46.83 % იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)