საქართველოში გრიპის სეზონზე ღორის გრიპით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 10 იანვარს განაცხადა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგეენკომ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონის დაწყების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია 845 ადამიანს დასჭირდა. 44 ადამიანი ამ დრომდე ინტენსიური ზრუნვის განყოფილებებში რჩება.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, 100 000 ადამიანზე გრიპით დაავადების 256 შემთხვევა ფიქსირდება, რაც ეპიდემიის დონის დაახლოებით ნახევარია.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გრიპის გართულების შედეგად დაიღუპნენ, სხვა დაავადებებიც აწუხებდათ და საავადმყოფოებს გვიან მიმართეს.
გუშინ განათლების სამინისტრომ სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გაახანგრძლივა. ქვეყნის მასშტაბით არსებული საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)