Site icon Civil.ge

პრეზიდენტი მთავრობის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობს

სალომე ზურაბიშვილი და დავით ზალკალიანი, 18 იანვარი, 2019. ფოტო: mfa.gov.ge

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე მესამე დღეა მთავრობის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობს, რაც მისი საქმიანობის მინისტრთა კაბინეტთან კოორდინირებას ისახავს მიზნად.

პირველი შეხვედრა ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან 15 იანვარს გამართა, რის შემდეგაც იგი შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს და რეგიონული განვითარების მინისტრს, მაია ცქიტიშვილს შეხვდა.

18 იანვარს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა, სადაც მათ პრეზიდენტის მომავალი ვიზიტების გრაფიკზე, მათ შორის 21-23 იანვარს პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში დაგეგმილ პირველ ვიზიტზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი მთავრობის სხვა წევრებთანაც განაგრძობს შეხვედრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)