„საქსტატის“ მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 %-ით გაიზარდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.
კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილების, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8 % იყო.
მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)