ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მოძღვარი დეკანოზი დავით დურგლიშვილი სოფელ ნიქოზის განაპირას, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელთმსახურის დავით ჭიღლაძის განმარტებით, დაკავებისას დეკანოზი ე.წ. საზღვართან მდებარე საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა.
ეს საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. გასული წლის ივნისში, ე.წ. მესაზღვრეებმა დირბის მამათა მონასტრის წინამძღვარი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
This post is also available in: Русский (რუსული)