Site icon Civil.ge

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებულ გამოწვევებს პარლამენტი შეისწავლის

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობის მზადყოფნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც გამოთქვეს.

გოგუაძის თქმით, მომდევნო თვეებში, ჯგუფი პროპაგანდის მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი გამოწვევების მასშტაბს, ასევე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო აქტორების ძალისხმევას შეისწავლის და შესაბამის სტრუქტურას რეკომენდაციებს შესთავაზებს.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფის ძალისხმევა კონკრეტულად რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჯგუფის სხდომების უმეტესობა საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ, დახურული იქნება.

დეზინფორმაციასთან დაკავშირებული სხვა მასალებისთვის იხილეთ Civil.ge-ს არქივი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)