საქართველოს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ვენაში 21-22 თებერვალს დაგეგმილ ზამთრის შეხვედრაზე წარადგენს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 11 თებერვლის განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთში სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელები 22 თებერვალს „ანგარიშებს წარადგენენ, რასაც დისკუსიები მოჰყვება“.
ვენაში დაგეგმილ შეხვედრას ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან, მათ შორის, საქართველოდან 300 პარლამენტარი დაესწრება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, შეხვედრას ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი და ეუთოს გენერალური მდივანი თომას გრემინგერი გახსნიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)