სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა, წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით გაიზარდა და 826.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წლის იანვარში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.2 %-ით გაიზარდა და 238.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 1.1 %-ით შემცირდა და 588 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 349.2 მილიონი აშშ დოლარი იყო.
საქსტატი საანგარიშო პერიოდის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 თებერვალს გამოაქვეყნებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)