საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბერძენმა სამართალდამცველებმა 14 მარტს ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი ქართველი წევრი დააკავეს.
შსს-ის მიერ 17 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულებს რომელთაგანაც ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდია“, ბრალი მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ.
შსს-ის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროსავე ინფორმაციით, ფრანგ, ბერძენ ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობილივი სპეცოპერაციის შედეგად, 2018 წლიდან დღემდე, მძიმე დანაშაულში ბრალდებული საქართველოს 141 მოქალაქეა დაკავებული. მათგან 10 ე.წ. „კანონიერი ქურდია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)