განცხადება თფილისის სასამართლო პალატის პროკურორისა
„შრომა“, 1919 წელი, 22 იანვარი, 1919 წელი, N15.
ამით ვაცხადებ საყოველთაოდ, რომ მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით, ჩემი თავმჯდომარეობით დანიშნულია კომისია თფილისის საქალაქო მილიციის ყოველმხრივ გამოსარკვევად და ცალკე მოხელეთა ბოროტმოქმედების აღმოსაჩენად, შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პარლამენტის წევრნი: სილიბისტრო ჯიბლაძე (სდპ), ანასტასიას ქუჩა N13, ტელ. 3 – 63;
არჩილ ჯაჯანაშვილი (სფპ), გუბინის ქუჩა N54, რედაქცია გაზეთისა „სახალხო საქმე“, ტელ. 12 – 29;
მთავრობის იურისტკონსულტანტი და პარლამენტის წევრი სერგი ჯაფარიძე (სდპ), იზმაილოვის ქუჩა N21;
დავით დავიდხანიანი (დაშნაკ), პეტრე დიდის ქუჩა N11;
თფილისის თვითმმართველობის წევრი ვ. კონიაშვილი, ზუბალაშვილის ქუჩა N15, ტელ. 10 – 34, ან ქალაქის თვითმმართველობის ტელ. 14 – 50;
თფილისის სასამართლო პალატის ყოფილი პროკურორი ი. მ. დოლუხანოვი, პასკევიჩის ქუჩა N6, ტელ. 10;
თფილისის სასამართლოს პროკურორი მ. ტატიშვილი, ელისაბედის ქუჩა N65, ტელ. 11 – 99;
პროკურორის 5 ამხანაგი …
ნაფიცი ვექილი გორდეზიანი, ჩერქეზიშვილის ქუჩა N57, ტელ. 13 – 84.
ყველა მოქალაქე და ის პირნი, რომელთაც აქვთ საჩივრები ქალაქის მილიციის უკანონო ქმედების შესახებ, საქმისა და დამნაშავეთა დასჯის ინტერესებისთვის, ვალდებული არიან განუცხადონ ზემოთ დასახელებულ კომისიას რაც იციან მილიციის უკანონო მოქმედების შესახებ.
განცხადებები მიიღება წერილობით, სიტყვიერად, პირადად და ფოსტით, როგორც ბინაზე ზემოაღნიშნულ მისამართებით, აგრეთვე მიიღება მორიგი წევრს მიერ კომისიის კანცელარიაში, რომელიც იმყოფება სასამართლოს დაწესებულებათა შენობის, სამოქალაქო დეპარტამენტის დარბაზში.
თფილისის სასამართლოს პალატის პროკურორი გელაზარაშვილი.