Site icon Civil.ge

ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიციის გახსენება

ფასანაური. ბაჰრუზ ჰუსეინზადეს კოლექცია.

„სოფლის გაზეთი“, 1920 წლის 4 აპრილი, #6.

ჭონა

ქართლ-კახეთში ჩვეულებად იციან: დიდმარხვის ნახევრიდამ ვიდრე აღდგომა დადგებოდეს, თავს შეიყრის სოფლის ახალგაზრდობა და კარდა კარ ჩამოივლის სიმღერებითა და თანაც სურსათს შეაგროვებენ, რასაც შემდეგში ძმურად გაიყოფენ და დროს გაატარებენ. ჭონას დროს უფრო მღერიან ხოლმე შაირებს:

            „მე ვარ და ჩემი ნაბადი

            გამთენებელი ღამისა,

            მოვკდები ჯავრი ჩამყვება,

            სამი ლამაზი ქალისა

            ერთია მეტად ლამაზი,

            მეორე ლერწამ ტანისა

            მესამე ასეთი არი,

            დამყენებელი თვალისა!“

ან „მიველ და ვნახე, სამოთხის სახე,

            ედემსა გარე შემოუარე, ოთხი წყარო სდის, ოთხსავე მხარეს

            მათით ირწყვება ყოველი მხარე.

ან კიდევ: შემოვდგი ფეხი გწყალობდეს

            ღმერთი,

            ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა!“

ჭონა უწინდელმა ქართველებმა არ იცოდენ. ეს ძველად თათრებსა ჰქონდათ ჩვეულებად და მათ შემოიტანეს საქართველოში, როცა ისინი ჩვენში ბატონობდნენ.

შ. შ-ლი.