Site icon Civil.ge

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში მშპ 4.7%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ სამ თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა.

მარტის შესაბამისი მაჩვენებელი 6% იყო. გასულ თვეში ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგში.

კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8% იყო.

მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)