Site icon Civil.ge

სახალხო განათლების სამინისტროს განკარგულება უცხო ენების სწავლების შესახებ

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია

          გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წლის 27 აგვისტო, N190.

უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგემ სერგი დანელიამ ამ დღეებში შემდეგი ცირკულარი დაუგზავნა საშუალო და უმაღლეს დაწყებითი სკოლების უფროსებს.

           სხვა და სხვა ისტორიულ მიზეზთა ზეგავლენით ჩვენი მოზარდი თაობა ფრიად არანორმალურ სწავლების პირობებში იმყოფება. ამ პირობებთა გამო ნორჩ ბავშვი, რომელმაც ჯერ თავისი დედა-ენა ვერ შეუთვისებია რიგიანად, რამდენიმე უცხო ენის ერთდროულად შესწავლა უხდება. ხშირად ამის გამო მოწაფე, ათავებს ჩვენს სასწავლებელს ისე, რომ მან არც ერთი ენა არ იცის წარჩინებულად. გარდა ამისა, მრავალ ენათა შესწავლა იმ ზომაზედ იპყრობს მოწაფის ენერგიას, რომ მას ნაკლებად რჩება დრო რეალური ცოდნის შესაძენად.

           ეს ნაკლოვანება მოითხოვს ჩვენი სკოლის სასწავლო გეგმის შეცვლას. რათა, ერთის მხრით, ვერბალური სწავლების შეკვეცით მეტი ადგილი დაეთმოს რეალურ სწავლებას, მეორე მხრით კი, თვით ენების სწავლება უფრო რაციონალურად სწარმოებდეს მოსწავლის ენერგიის მეტი კონცენტრაციის დაცვით.

            ამ მოსაზრებით სახალხო განათლების სამინისტრო საჭიროდ სცნობს, რომ მომავალ სასწავლო წლიდან ყველა სახელმწიფო სასწავლებელში ახალი უცხო ენების – ფრანგულის და გერმანულის – სწავლება შეიცვალოს ქვემოთ აღნიშნული წესით:

გაცნობებთ რა ამ განკარგულებას, გთხოვთ მიიღოთ თქვენზე დამოკიდებული ზომები მის შესასრულებლად და შედეგები მომახსენოთ მე.

სერგი დანელია