ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 27 256-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 6.8%-ია.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკრებულოს არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 15.4% საგარეჯოში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი კი – 6.3% ოზურგეთში.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერების არჩევნებს, 10 საათის მონაცემებით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი – 8.7% ხულოში მივიდა, ყველაზე ცოტა – 5.7% კი – მარნეულში.
ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა. 10 საათის მდგომარეობით, აქ ამომრჩევლების მხოლოდ 4% მივიდა.
ცესკო-ს განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 8 საათისთვის გაიხსნა.
19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ჯამში 410 უბანია გახსნილი და უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 402 091-ს შეადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)