Site icon Civil.ge

ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 16.7%-ია

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 67 217-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთო ამომრჩევლების 16.7%-ია.

მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობით – 20.1%-ით ზუგდიდი გამოირჩევა, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი – 14% კი – მარნეულში მივიდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 35.7% საგარეჯოშია, ყველაზე დაბალი – 17.7% ტყიბულში.

საარჩევნო ოლქებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ თბილისის #1 მაჟორიტარულ ოლქშია. 12 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის მხოლოდ 10%-მა მიიღო.

დღეს მუნიციპალიტეტების მერების, პარლამენტისა და საკრებულოების მაჟორიტარული არჩევნები ერთდროულად 14 ოლქში ტარდება. აქედან 5-ში მერებს, 1-ში პარლამენტის, 8-ში კი საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევენ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობა 402 019-ია და მათთვის ჯამში 410 უბანია გახსნილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)