Site icon Civil.ge

ცესკო: 5 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 34.8%-ია

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 5 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა 139 811-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც არჩევნებისთვის რეგისტრირებული საერთო ამომრჩევლების რაოდენობის 34.8%-ია.

ცესკო-ს მონაცემებით, მუნიციპალიტეტების მერების არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 49.5% ხულოში დაფიქსირდა, მას 38.6%-ით ზუგდიდი მოსდევს, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი – 27.2% კი – მარნეულში მივიდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, საკრებულოს არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა – 67.8% საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი – 33.9%ტყიბულშია.

საარჩევნო ოლქებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა კვლავ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქშია. 5 საათის მონაცემებით, აქ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 26.6%-მა მიიღო.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხუთი საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 68 საჩივარი შევიდა. აქედან 20 მარნეულში, 5 ზესტაფონში, 11 ხულოში, 30 ზუდიდში, ერთი ოზურგეთში და ერთიც თბილისში.

დღეს შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ჯამში 410 უბანია გახსნილი და საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 402 091-ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)