„საქსტატის“ მიერ 20 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა და 3.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.9%-ით გაიზარდა და 1.13 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 3.1%-ით შემცირდა და 2.73 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.59 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 8.2%-ით, 985.9 მილიონი აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 14.3%-ით გაიზარდა და 276.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 14.7%-ით შემცირდა და 709.7 მლნ აშშ დოლარი გახდა.
2019 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 3.3%-ით გაიზარდა და 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 34.1%-ით გაიზარდა და 576.5მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ით შემცირდა და 773.4 მლნ აშშ დოლარი გახდა.
2019 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, 525.1 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა 446.6 მლნ, 362.1 მლნ, 317.8 მლნ და 194 მლნ აშშ დოლარით.
მათ მოჰყვება: სომხეთი – 176.5 მილიონი აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატები – 165 მილიონი აშშ დოლარით, გერმანია – 158.5 მილიონი აშშ დოლარით, ბულგარეთი – 148.8 მილიონი აშშ დოლარით და რუმინეთი – 119.4 მილიონი აშშ დოლარით.
177.5 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, ბულგარეთი, სომხეთი და უკრაინა 126.3 მლნ, 109 მლნ, 86.2 მლნ და 84.6 მლნ აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და გერმანია 447 მლნ, 273.5 მლნ, 269.1 მლნ, 235.8 მლნ და 137.6 მლნ აშშ დოლარით.
2019 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 195.3 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 149.3 მლნ აშშდოლარი, ფეროშენადნობები – 117.3 მლნ აშშ დოლარი, სამკურნალო საშუალებები – 72.8 მლნ აშშ დოლარი, ღვინო – 63.5 მლნ აშშ დოლარი, აზოტოვანი სასუქები – 43.7 მლნ აშშ დოლარი, მინერალური წყლები – 40.9 მლნ აშშ დოლარი, სპირტიანი სასმელები – 32.4 მლნ აშშ დოლარი, სიგარეტი – 25.4 მლნ აშშ დოლარი, ოქრო – 21.3 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 371.6 მლნ აშშ დოლარი.
2019 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 211.4 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 194.5 მლნ აშშ დოლარი, მსუბუქი ავტომობილები – 180.2 მლნ აშშ დოლარი, ნავთობის აირები – 156.2 მლნ აშშ დოლარი, სამკურნალო საშუალებები – 120.3 მლნ აშშ დოლარი, სატელეფონო აპარატები – 51.3 მლნ აშშ დოლარი, ხორბალი – 32.6 მლნ აშშ დოლარი, საბურავები – 27.3 მლნ აშშ დოლარი, ელექტროენერგია – 27.1 მლნ აშშ დოლარი, დანარჩენი საქონელი – 1.7 მილიარდი აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)