ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა უბანი დათვლილია და 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატებმა მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში გამარჯვება პირველი ტურში მოიპოვეს.
ცესკო-ს მონაცემებით, მერების რიგგარეშე არჩევნებში პირველ ორ ლიდერ კანდიდატებს შორის პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მარნეული – ზაურ დარგალი – ქართული ოცნება – 78.6%, აგილ მუსტაფაევი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციია – 11.49%;
- ზესფატონი – გიორგი გოგლიჩიძე – 50.75% ქართული ოცნება; ბაქარ ხიჯაკაძე – 34.26% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ჭიათურა – გივი მოდებაძე – 64.58% – ქართული ოცნება; ზურაბ კუპატაძე – 17.99% – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- ზუგდიდი – გიორგი შენგელია – 54.18% – ქართული ოცნება; სანდრა-ელისაბედ რულოვსი – 42.84% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ხულო – ვახტანგ ბერიძე – 70.91% – ქართული ოცნება; ირაკლი ჯორბენაძე – 23.74 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.
საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნებში პირველმა ორმა ლიდერმა კანდიდატებმა კი, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე გადაინაწილეს:
- ახმეტა – როსტომ ალხანაშვილი – 96.49% – ქართული ოცნება; შოთა თავბერიძე – 1% – საქართველო;
- ადიგენი – გენადი ბოლქვაძე – 93.89% – ქართული ოცნება; გიორგი კოღუაშვილი – 1.61% – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- საგარეჯო – ზურაბ შინდელაშვილი – 72.4% – ქართული ოცნება; ირაკლი ჯინჭარაძე – 26,71% კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ტყიბული – რომან მაწკეპლაძე – 63.23% – ქართული ოცნება; დავით ლომიძე – 28,68% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია;
- წყალტუბო – ომარ სინაურიძე – 78.41% – ქართული ოცნება, ზაურ ქაშიბაძე – 19.72% – ევროპული საქართველო;
- ოზურგეთი – დავით მდინარაძე 71.75% – ქართული ოცნება; იაკობ ზაქარეიშვილი 15.85% – ევროპული საქართველო;
- ჭიათურა – თეიმურაზ ჭუმბურიძე – 46.82% – ქართული ოცნება; ილიკო ჩიკვილაძე – 27% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.
- ზესტაფონი – ნუგზარ ფერაძე – 69.71% – ქართული ოცნება; გაგა ლაბაძე – 29.84% – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია.
რაც შეეხება მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქს, აქ ქართული ოცნების კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ ამომრჩევლების ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36.83%. ეს იმას ნიშნავს, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება, რომელიც არაუგვიანეს 13 ივნისისა უნდა ჩატარდეს. ცესკო-ში არჩევნების ზუსტ თარიღს მოგვიანებით დაასახელებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)