Site icon Civil.ge

ცესკო: 15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 26.3 %-ია

ფოტო: cesko.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სამი საათის მდგომარეობით მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 11 539-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 26.3%-ია.

არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქში 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 21% იყო (9 226 ამომრჩეველი).

მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 41%, ხოლო მეორემ 36.83% მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)