Site icon Civil.ge

ცესკო: 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 32.5%-ია

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 5 საათის მდგომარეობით მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 14 278-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 32.5%-ია.

არჩევნების პირველ ტურში ამავე ოლქში 17 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 26.6% იყო (11 669 ამომრჩეველი).

მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა, 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის ხმების 41%, ხოლო მეორემ 36.83% მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)