Site icon Civil.ge

14 ივნისის მოვლენები – ფოტორეპორტაჟი

ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.Ge

მას შემდეგ, რაც საქართველოს საპატრიარქომ 14 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „თბილისი პრაიდის“ მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება მიუღებელია და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ორგანიზატორებისთვის ამის შესაძლებლობა არ მიეცათ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა იმავე დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრება და ხელისუფლებისგან მათთვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვის მოითხოვნა გადაწყვიტეს.

მათ ადგილზე მისვლა რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა დაასწრეს და ლგბტქი თემის წარმომადგენლებს დაგეგმილ ადგილზე შეკრების საშუალება არ მისცეს. შედეგად, ქვიარ აქტივისტები იძლებულები გახდნენ, რომ საკუთარი გზავნილები კანცელარიის შენობასთან მისასვლელი კიბეებიდან გაეჟღერებინათ.

კანცელარიის წინ ორი პარალელური აქცია დაახლოებით შვიდ საათს გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ორი აქციის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან სწორე მათი კორდონი ჰყოფდა. ლგბტქი კონტრაქციის წარმომადგენლები აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც ქვიარ აქტივისტებს, ისე ჟურნალისტებს. იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობებიც. ასევე, ლგბქტქი თემის აქციის წარმომადგენლების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ.

შსს-მ მიმდინარე აქციის დროს, ჯამში 28 პირი დააკავა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)