Site icon Civil.ge

„თბილისი პრაიდი“: ღირსების მარში გადაიდო

ფოტო: გურამ მურადოვი / Civil.Ge

რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა ღირსების მარშის რამდენიმე დღით გადაწყვეტილება მიიღეს.

„შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრორუსულ, ნეოფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია თბილისი პრაიდის მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

პრაიდის ორგანიზატორები შეფასებით, სამწუხაროა, როდესაც სახელმწიფო მზადაა „უმოწყალოდ დაარბიოს“ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ „სამართლიანად გამოსული მოსახლეობა“, მაგრამ ლგბტქი ადამიანების რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისგან დაცვა არ სურს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ 18-23 ივნისს კვირეულს ატარებს რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები იმართება. მათ შორის ღირსების მარშიც იყო გათვალისწინებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)