Site icon Civil.ge

ავლაბარში სახალხო უნივერსიტეტი იხსნება

ავლაბარი, ღვინის აღმართი. გიორგი ერმაკოვის ფოტოებიდან.

მოწოდება მოქალაქეებისადმი

გაზ. ერთობა, 1919 წლის 24 ივნისი, N137.

დღევანდელ დღეს ავლაბრის მოქალაქენი განსაკუთრებული სიხარულით უნდა შეხვდენ.

დღეს, 24 ივნისს, ავლაბრის დემოკრატიის წინმსვლელობისა და გონებრივი განვითარების ერთი უდიდესი ლამპარი უნდა აინთოს, რომლის გარშემო უნდა მწყობრად და ერთსულოვნად შემოკრბეს ავლაბრის მშრომელი მასსა, მიუხედავათ ეროვნებისა, სქესისა და პარტიული სხვადასხვაობისა.

დღევანდლამდე ავლაბრის დემოკრატიის დიდი ნაწილი მოკლებული იყო სახალხო სწავლა-განათლებას, მაგრამ ასეთი დრო დღეიდან ისტორიას უნდა ჩავაბაროთ!

წინეთ თუ მოწყობელი იყო ჩვენთვის  თვით განვითარება, ეხლა ეს დიადი საქმე ჩვენ ხელთ არის, ჩვენი საქმე ჩვენვე უნდა ვაკეთოთ. დღეს ავლაბარში გაიხსნება სახალხო უნივერსიტეტი, ეს დაუშრეტელი წყარო თვითგანვითარებისა, ამ უნივერსიტეტის გარშემო თავი უნდა მოიყაროს ავლაბრის დემოკრატიამ და ჩაუყაროს მას მტკიცე, შეურყეველი საძირკველი. ამით ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვა რაიონების მშრომელ მასსას, რომ ავლაბრის დემოკრატიაც არ ჩამორჩენია სხვას. ისიც მიისწრაფვის იმ სასიქადულო გზით, რომელსაც შეუძლია დემოკრატიას მისცეს თვითგანვითარება და სულიერი ამაღლება.

ავლაბარს აქვს თავისი რევოლუციონური წარსული, მის კალთებში აღზრდილა მრავალი მებრძოლი სახალხო საქმისა, და გვწამს,  რომ ავლაბრის დემოკრატია მტკიცეთ შეკავშირდება უნივერსიტეტის გარშემო, დასწნავს დაუჭკნობ გვირგვინს და გადასცემს მომავალ თაობას.

აი აქეთკენ მოგიწოდებთ მოქალაქენო, გაუმარჯოს დღევანდელ დღეს, 24 ივნისს, გაუმარჯოს ავლაბრის მშრომელი ხალხის შემოკრებას სახალხო უნივერსიტეტის გარშემო.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მესამე რაიონის კოლექტივი