„ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ის, რომ ერთდროულად გავაცნობიერეთ, რომ გარდა იმისა, რომ გვყავს თავხედი მტერი, თურმე გვყავს კოლაბორაციონისტი მთავრობაც. აქედან დაიწყო ყველაფერი. ამას ვაპროტესტებდით და ჩვენმა პოლიციამ დაგვიშინა ტყვიები. 23 ადამიანი ახლაც საავადმყოფოშია და ორი ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის.
პირველი მიტინგები საქართველოში 1988 წელს დაიწყო. მე მაშინ 14 წლის ვიყავი და ჩამოვდიოდი, ვაკვირდებოდი ამ მიტინგებს. იგივე ბრძოლა გრძელდება ახლაც, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და „დე-საბჭოთაკავშირიზაციისთვის“. გვინდა, რომ ჩვენი თავისუფალი საზოგადოება ავაშენოთ, სადაც ადამიანები ვიცხოვრებთ ნორმალურად და, ჩვენი ნიჭის და შესაძლებლობების ფარგლებში შექმნილი დოვლათის მაქსიმალურად სამართლიანი გადანაწილებით, შევეცდებით ვიყოთ ბედნიერები“.