„ერთობა“, 26 ივნისი, 1919წ. N139.
სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის
თფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობამ მიიღო: 1) მიხეილ ხახანაშვილისაგან განსვენ. ი. ოცხელის ხსოვნის აღსანიშნავად უნივერსიტეტის სასარგებლოდ ორას ორმოცდა ათი მან. 2) ივანე ივანეს ძის ზურაბიშვილისაგან განსვ. ა. ი. ჯამბაკურ-ორბელიანის გვირგვინის ნაცვლად, მის ხსოვნის აღსანიშნავად, ასი მან. 3) „სოლეილ-დორის“ მაღაზიის პატრონისაგან განსვ. პროფ. ი. ყიფშიძის ფონდისათვის ასი მან. და 4) ქ-ნ მაგდალინა ჯიქიასგან, მის მიერ სოფ. ბანძაში ნაცნობთ შორის შეგროვილი სამას ოცდაშვიდი მან. და 10 კაპ.
უნივერსიტეტის გამგეობა უღრმესი მადლობას სწირავს შემომწირველთ.