Site icon Civil.ge

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს

გიგი წერეთელი. ფოტო: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

დეპუტატი გიგი წერეთელი 2019-2020 წლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა, ევროპული საქართველოს წევრია.

4-8 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას, წერეთელმა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომ „ხალხის საჭიროებებს უპასუხოს“.

„ჩვენ ვიცით, სად არის გამოწვევები, ჩვენ ვიცით, სად არის პრობლემები. გვესმის, რომ სამწუხაროდ არ გვაქვს ის სასწაულებრივი ძალა, რომ ეს გამოწვევები ერთ დღეში ან ერთ ღამეში მოვაგვაროთ“, – განაცხადა წერეთელმა.

„ეს მნიშვნელოვანი ტვირთია, უზარმაზარი სამუშაო… მუდმივად უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ თუნდაც მცირე შედეგებს, როდესაც საქმე კონფლიქტის მოგვარებას, ტერორიზმს, მიგრაციის ცვლილებას ან სხვა საკითხებს ეხება“, – დასძინა წერეთელმა.

გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი პირველად 1999 წელს გადა, ხოლო 2000-2004 და 2008-2012 წლებში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.

ამჟამად იგი ფრაქცია ევროპული საქართველო–მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარეა. გარდა ამისა, იგი პარლამენტის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრია.

ასევე წაიკითხეთ:

11/07/2018 –  გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)