სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველო-სომხეთის საზღვრის „სადახლოს“ გამშვებ პუნქტზე სომხეთის მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთიდან რუსეთში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის” გადატანის მცდელობის გამო დააკავა.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ 15 ივლისს გავრცელებული განცხადების, ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71.63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს „თორიუმ 232“, რომელიც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება. დაკავებულ პირს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)