Site icon Civil.ge

იწყება რესპუბლიკის ქალაქთა განაშენიანების გეგმის შემუშავება

დუშეთის ხედი. ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ივლისი, N160.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის მთავარი კომიტეტის აღმასრულებელი ბიურო, რომელიც დაინტერესებულია რესპუბლიკის ქალაქების მოწყობა-გამშვენიერებით, აუცილებლათ სთვლის  ამ საქმისათვის გეგმის შემუშავებას და საჩქაროთ საქმის დაწყებას. ამიტომ მან მოაწყო მიწის მზომელთა  ჯგუფები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას ლანჩხუთსა და ოზურგეთში. სხვა ქალაქებშიც მალე დაიწყება მუშაობა. მუშაობას უხელმძღვანელებს ინჟინერი სოკოლოვი.