Site icon Civil.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო არალეგალთა წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

სოხუმი 1910-იანი წლები. ფოტო: ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 ივნისი, N161.

ცირკულარი საზღვარ გარეთიდან საქართველოში ჩამოსულ პირთა შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ცირკულარით ატყობინებს აფხაზეთის კომისარიატს, ფოთის მილიციის უფროსს, ფოთის ნავთსადგურის კომენდანტს და ნატანების მოსაზღვრე რაზმის უფროსს:

„გარეშე საქმეთა სამინისტრო 16 ივლისის N4987 მომართვით იუწყება, რომ კონსტანტინეპოლიდან ფოთში მოდის ბევრი არა საიმედო და საეჭვო პირები. კანცელარია გთხოვთ მიიღოთ ზომები, რათა იმ პირთ, რომელნიც საზღვარ-გარეთიდან საქართველოში ჩამოდიან მოეთხოვოს ჩვენი უცხოეთის წარმომადგენლის სათანადო ნებართვები“.