საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს.
პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე „საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას“, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა იარაღის გამოყენებით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი დაარღვია და აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა.
დღესვე, საგამოძიებო უწყებამ ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თამანშრომელი აქციის ორ მონაწილეს გამიზნულად ესვრის და მათ დაზიანებებს აყენებს.
პროკურატურის განმარტებით, დაკავებულის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარებს.
ჯამში, ამ დრომდე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესახელო გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძების ფარგლებში, მხოლოდ ორი სამართალდამცველია დაკავებული. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარებს და პროკურატურა საზოგადეობას შედეგებს ეტაპობრივად გააცნობს.
ასევე ნახეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)