იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე უხელმძღვანელებს.
ის დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, და მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებს წარუდგინეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, ზვიად შალამბერიძე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო, ბოლო სამი თვე კი, მას შემდეგ, რაც შავლეგო ტაბატაძემ გუბერნატორის თანამდებობა დატოვა, გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.
შავლეგო ტაბატაძემ იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა 2019 წლის 3 მაისს დატოვა. ის რეგიონს 2018 წლის 20 აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)