ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველ აგვისტოს 40 მილიონი ლარის გაყიდვას გეგმავს. 31 ივლისის მდგომაროებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9507 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის შეფასებით, „მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას“.
საქართველოს ეროვნული ბანკი „მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია“. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს.
„თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.
წლის დასაწყისში, 2019 წლის 4 იანვრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6752 ლარს შეადგენდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)