გაზ. ჩვენი ქვეყანა, 1919 წლის 3 აგვისტო, N141.
საქონლის შემოტანის შეწყვეტა
ქ. ფოთი და მისი ნავთსადგური საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბარომეტრია. ფოთის ნავთსადგური ნამდვილი სარკეა მისი, თუ რა დონეზე სდგას საგარეო ვაჭრობის საქმე. წასული წლიდან მოყოლებული ვიდრე მიმდინარე წლის პირველ რიცხვებამდე ზღვით, საზღვარ გარეთიდან მოტანილი საქონლის მიღებას, დახედვა-დაბაჟვას თითქმის ვერ აუდიოდა.
დაახლოებით ამა წლის თებერვლიდან სურათი შეიცვალა.
ფოთის ნავთსადგურში ვხედავთ ოკეანის, დიდი-წყალწყვის ინგლისის, ამერიკის გემებთან ერთად მორჩილ უმნიშვნელო სათათრეთის სანდლებს, ხოლო საქონელი კი არსად სჩანს.
ისევ, ფოთის ნავსადგურში თუ რაიმე შემოდის მცირე სანდალ ბარკასებით. საზღვარ გარეთიდან მოსულ გემებს, არაფერი მოაქვთ, აქედან კი მიაქვთ შავი ქვა და აზერბაიჯანის ტრანზიტული ნავთი და მისი ნაწარმოები. უცხო ძალის შეცვლასთან ერთად (გერმანიის შეცვლა ინგლისით, რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) შეიცვალა საქონლის შემოზიდვის საქმეც. აქედან სჩანს რომ საქართველოს გამოცხადებული უნდა ჰქონდეს ბლოკადა.
[N]