საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
ბახტაძის განცხადებით, „ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი“.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)