Site icon Civil.ge

დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.26 მლრდ აშშ დოლარი იყო

ფოტო: facebook.com/geostat.ge

„საქსტატის“ მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების თანახმად, 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 35.5 %-ით ნაკლებია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რეინვესტიცია საქართველოში 2013-2018 წლებში (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 270.7 მილიონი აშშ დოლარი – ფინანსურმა სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის მშენებლობა – 173 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერო – 163 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 140 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 131.4 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 120.8 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 77.8 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 62.2 მლნ აშშ დოლარი; სხვა სექტორები – 126.3 მლნ აშშ დოლარი.

უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2018 წელს (%). წყარო: საქსტატი

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 246.4 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ აზერბაიჯანიდან მოიზიდა. მას მოჰყვება ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანიები – 208.4 მლნ, 178.8 მლნ და 102.6 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის ჩინეთი – 75.7 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 75 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 74.6 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 69.7 მლნ აშშ დოლარი; ლუქსემბურგი – 50.1 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი – 49.6 მლნ აშშ დოლარი; სხვა ქვეყნები – 134.3 მლნ აშშ დოლარი.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2018 წელს (%). წყარო: საქსტატი

ასევე წაიკითხეთ: