Site icon Civil.ge

1924 წლის აგვისტოს აჯანყება: 11 დახვრეტილი ქართველი პარლამენტარი

ფოტოზე გამოსახულნი არიან: გრიგოლ ცინცაბაძე, ვასილ ნოდია, ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი და ვიქტორ ცენტერაძე. ათენში, გზად საქართველოში არალეგალურად დაბრუნებისას. 1924 წელი. (ფოტო: თსუ-ს ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია). ფოტო წამოღებულია ბმულიდან: https://bit.ly/2L2CxwV

95 წლის წინ, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.

აჯანყების მასობრივობა აჩვენებს, რომ საბჭოთა რეჟიმი საქართველოში თავიდანვე არაპოპულარული იყო. მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან.

აჯანყება დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რიცხვი, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოე რამიშვილმა აჯანყების შეფასებისას აღნიშნა „აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში 1924 წ. ქართველმა ერმა იარაღით ხელში სცადა თავისუფლების მოპოება, მაგრამ ამაოთ. აჯანყება დამარცხდა, რუსის ლაშქარმა სძლია ერთსულოვნათ ამოძრავებულ ქართველობას. და აი მტერმა ააოხრა საქართველო და გაჟლიტა მისი საუკეთესო შვილები. მთელი ქართველი ერი ძაძებში გახვეულია.მტერი არ ერიდება არავითარ ძალდატანებას, რომ საქართველო სისხლის მორევში ჩაახრჩოს და ტერორით და ათასნაირი ხრიკებით ქართველი ერი სულიერათ გასტეხოს. ამაო ცდაა. ქართველი ხალხი გამოწრთობილია ხანგრძლივ ეროვნულსა და რევოლიუციონურ ბრძოლაში. მან კარგად იცის დიდებული პოეტის სიტყვები: „ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა“.

1924 წლის ეს უმნიშვნელოვანესი აჯანყება და მისი მონაწილენი დიდწილად წაშლილია ქართული მეხსიერებიდან. წინამდებარე მცირე ჩანახატით რესპუბლიკა-100 იხსენებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 11 წევრს, რომელიც 1924 წლის აჯანყებას შეეწირა.

  1. გაბრიელ ცისკარიშვილი

ბიოგრაფიის სანახავად დააწკაპუნეთ აქ.

2. ვასილ გურჯუა

ვასილ გურჯუას ბიოგრაფიის სანახავად დააწკაპუნეთ აქ

3. ილია კოპალეიშვილი

კოპალეიშვილის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

4. სარდიონ თევზაძე

სარდიონ თევზაძის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

5. გოგიტა ფაღავა

ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

6. ვასო ცაბაძე

ცაბაძის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

7. ვასილ ნოდია

ნოდიას ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

8. ალექსანდრე ჩიქავა

ჩიქავას ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

9. ბენია ჩხიკვიშვილი

ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

10. ვალიკო ჯუღელი

ჯუღელის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.

11. ნოე ხომერიკი

ხომერიკის ბიოგრაფიისათვის დააწკაპუნეთ აქ.