საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 23 სექტემბერი, N213.
ტფილისის თვითმმართველობაში
ქართული ენის საღამოს კურსები
რადგანაც გადაწყვეტილია მომავალი წლის პირველი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია მოხდეს, ქალაქის გამგეობა სულ მოკლე ხანში ქართული ენის საღამოს კურსებს ხსნის იმ მოსამსახურეთათვის, რომელნიც მოისურვებენ სამსახურში დარჩენას 1 იანვრიდან. ქალაქის გამგეობამ დაადგინა დაევალოს გამგეობის წევრს გიორგი კონიაშვილს შეიმუშავოს კურსების პროგრამა და აღმასრულებელ კომიტეტის საშუალებით მოსამსახურეებს წინადადება მიეცეთ შეისწავლონ ქართული ენა.