თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 სექტემბერს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დაკავებულის გათავისუფლების შესახეხ შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა დააყენა და მოთხოვნა ლევან იმერლიშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესებით დაასაბუთა. მოსამართლემ დაკავებულის დაცვის მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახე შეუცვალა.
დაკავებული სპეცრაზმელის გათავისუფლებას გუშინვე ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, საზოგადოებამ 20 ივნისის დამნაშავეებისა და დანაშაულებრივი ბრძანებების გამცემი პირების დაკავებისა და გამოძების დასრულების ნაცვლად, შერჩევითი სამართალი, გამოშვებული დამნაშავეები და გაპრემიერებული გახარია მიიღო.
ევროპული საქართველოს დეპუტატის ლელა ქებურიას თქმით კი, ეს ხელსუფლების მხრიდან საზოგადოებისადმი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია, რომ ისინი 20 ივნისის მოვლენეთან დაკავშირებით არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას არ პირებენ.
ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული აქციის მონაწილეების უფლებების ადვოკატი ვახტანგ იაშვილი. მისი შეფასებით, „მთავრობა, ხელისუფლება და სასამართლო, რომელიც არის ერთი ვერტიკალი“, საზოგადოებას ეუბნება, რომ „მოქალაქეები უნდა იყვნენ პატიმრობაში“ და იმ ხალხს, რომლებმაც „რეზინის ტყვიები ესროლეს მოქალაქეებს, თვალები დასთხარეს, სცემეს გაიტაცეს და დასაჯეს, ათავისუფლებს“.
მისივე თქმით, საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს. ამასთან, იგი ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებით იმ პოლიციელების წახალისება ხდება, რომლებმაც, შესაძლოა, გარკვეული დანაშაული ჩაიდინეს.
იაშვილი, ერთ-ერთი დაკავებულის ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ის „უმძიმესი ავადმყოფია, რომელიც ეტლით გადაადგილდება, „თავისით მოძრაობა და კვებაც კი უჭირს“, თუმცა მისი მდგომარეობის გათვალისწინება არ ხდება და ის პატიმპრობაში რჩება. აღსანიაშნავია, რომ ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ოჯახი უკვე კარგა ხანია ითხოვს, თუმცა ის ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
სამართალდამცველის გათავისუფლების შესაფასება არ ისურვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი იყო. მოქმედმა შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა კი, პასუხისმგებლობა სასამართლოზე გადაიტანა და თქვა, რომ გადაწყვეტილება სწორედ ამ ინსტიტუტმა მიიღო.
სპეცრაზმელის გათავისუფლებას საზოგადოების პროტესტიც მოჰყვა. აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია – „შერჩევით სამართალი სირცხვილია“ გამართეს. ისინი 20-21 ივნისის აქციის მონაწილეობის გათავისუფლებას ითხოვენ.
უწყებამ აღნიშნული ბრალდებით ერთი სამართალდამცველი 15 ივლისს, მეორე კი – 16 ივლისს დააკავა. 28 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი მისცა. ჯამში, 20-21 ივნისის მოვლენების დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლოლო გადამეტების საქმეზე ბრალი სულ სამ სამართალდამცველს აქვს წარდგენილი. გამოძიების ფარგლებში, ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაც გამოიკითხია. 20-21 ივნისის აქციის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)