ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა და მან ამ თანამდებობაზე კახი კახიშვილი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2018 წლის ივლისიდან ეკავა.
34 წლის ნათია მეზვრიშვილი ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა.
2017 წლიდან მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. მანამდე 2007-2009 წლებში, მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონის პროკურორი იყო. 2009 წლიდან იგი გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახიშვილი გიორგი გახარიას მრჩეველი გახდება იურიდიულ საკითხებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)