გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 20 ოქტომბერი, N237
ხელოვნების კომისიაში
დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში მოხსენება გააკეთა ბატონმა ექვთიმე თაყაიშვილმა კულტურულ-ისტორიული ძეგლების და ნაშთების დაცვის შესახებ. კომისიის დადგენილებით მიენდო ბატონ თაყაიშვილს კანონ-პროექტის შედგენა სიძველეთა დაცვის შესახებ დამფუძნებელ კრებაში წარსადგენათ.