საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 22 ოქტომბერი, N238
ციმბირში მყოფ ქართველების დადგენილება
საქართველოს მთავრობად გადაეცა შემდეგი ამონაწერი ციმბირის, შორეულ აღმოსავლეთის და მანჯურიის ქართველთა დელეგატების პირველ კონფერენციის მეშვიდე სხდომის ოქმიდან:
9 აპრილს 1919 წელს შემდგარმა, ციმბირის, შორეულ აღმოსავლეთის და მანჯურიის ქართველთა დელეგატების პირველ ყრილობის პლენალურმა სხდომამ მოისმინა ადმინისტრატიულ-უფლებრივ სექციის დასკვნა მოქალაქე ალექსანდრე პროფირის ძე ლომიძის მოხსენების შესახებ: „საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა“, და მიიღო შემდეგი დადგენილებანი:
- წმინდის გულით და სიხარულით ვესალმებით მშობლიურ ქართველ ერს. რომელიც თავგანწირულათ იცავს თავის, დემოკრატიულ საფუძველზე აგებულ, თავისუფალ სახელმწიფოებრივ წესწყობილებას.
- მივესალმებით საქართველოს წარმომადგენლებს, რომელთაც თავს უდვიათ მძიმე და საპასუხისმგებლო ბრძოლა თავის ერის უფლებების დასაცავათ.
- მივესალმებით საქართველოს წარმომადგენლებს საზავო კონფერენციაზე და სავსებით უჭერთ მათ მხარს ყველა მოქმედებაში, რომელიც ქართველ ერის თავისუფლათ გამოთქმულ სურვილებს ეთანხმებიან; თანვე ვაცხადებთ სურვილს, რომ კავკასიის მომავალი პოლიტიკური ცხოვრება აგებული იყოს კავკასიის თავისუფალ ერის თავისუფალ კავშირზე.
- სავსებით ვექვემდებარებით საქართველოს დამფუძნებელ კრების ყველა დადგენილებებს.
- მზათ ვართ ყოველივე ვუმსხვერპლოთ ქართველი ერის კეთილდღეობას, რა წამს ამას მოითხოვს საქართველოს რესპუბლიკანური მთავრობა.
თავმჯდომარე ივლიანე ხაინდრავა
ქ. ხარბინი 8 მაისის 1919 წელი