გაზ. საქართველო, 1919 წლის 25 ოქტომბერი, N231
სამხატვრო ქრონიკა
საბავშვო თეატრის გამგეობამ დაადგინა განაახლოს მიღება ბავშვთა დასში, როგორც სცენაზე სათამაშოდ, ისე სასიმღერო გუნდისა და მუსიკისათვის. ჩაწერა ბავშვების, არა უმეტეს 15 წლისა, შეუძლიათ: ვაჟებს – პირველ გიმნაზიაში – დავით ერისთავთან, მე-6 გიმნაზიაში ელიზბარ ჩხიკვაძესთან და ანტონ შავგულიძესთან, ქალებს – პირველ გიმნაზიაში – მარო ომიაძესთან, მე-6 გიმნაზიაში ქეთევან ნაცვლიშვილთან.