საჯარო და კერძო უწყებათა ვებგვერდებზე, 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა.
ჰაკერების სამიზნე პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის, ქუთაისისა და ქარელის მერიებისა და საკრებულოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების „მედიის განვითარების ფონდისა“ და „საზოგადოება და ბანკების“ და რამდენიმე მედიაგამოცემის საიტი (guriismoambe.com, topnews.com.ge, saqinform.ge, trialeti.ge) გახდა.
დასახელებული ორგანიზაციების ვებგვერდებზე შესვლისას, ეკრანზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება ინგლისურენოვანი წარწერით – I’ll be back (მე დავბრუნდები).
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით უკვე დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, ასევე კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)