Site icon Civil.ge

EUMM ცხინვალში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

EUMM logo

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 29 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთიდან ცხინვალში გადაყვანილი პაციენტის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს უსამძიმრებს.

ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარტიაშვილი საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

„მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აჩვენებს პოტენციურ გავლენას, რომელიც ახალგორის ხეობაში გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში, რომელიც აღნიშნავს, რომ „ამ შემთხვევის გამო, მისიის ცხელი ხაზი არ გააქტიურებულა“.

„სამხრეთ ოსეთში, ახალგორის ხეობიდან ძირითადი გადამკვეთი პუნქტი, რომელიც ჩვეულებრივ დღეს დაახლოვებით 400 გადაკვეთას უზრუნველყოფდა, 5 სექტემბრის შემდეგ დაკეტილია. ეს ართმევს სწრაფი და სათანადო სამედიცინო დახმარების ქონის უფლებას ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე უარყოფითი გავლენა აქვს ცხოვრების სხვა ასპექტებზე“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

მისი თქმით, მისია „ყურადღებით აკვირდება მსგავს მოვლენათა განვითარებას“. „სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფად მოხსნა და ჰუმანური მიდგომის გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თქმით, მან „ცხადად წარმოაჩინა საკუთარი პოზიციაამ საკითხების შესახებ, ინციდენტების პრევენციის და მათზერეაგირების მექანიზმების ფარგლებში ჩატარებულუკანასკნელ შეხვედრაზე ერგნეთში“.

ცხინვალიდან გამოძახებულ სასწრაფო დახმარების მანქანას სამი საათი დასჭირდა პაციენტის გადასაყვანად მაშინ, როცა თბილისამდე ჩასვლას მხოლოდ 45 წუთი დასჭირდებოდა. თუმცა, ცხინვალის ხელისუფლებას სექტემბრის შემდეგ საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვები პუნქტები ჩაკეტილი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)