ხევსურეთის რეგიონში მდებარე ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს „ევროპა ნოსტრას“ ჯილდო გადაეცა და მემკვიდრეობის სფეროში „საზოგადოების რჩეული“ გახდა.
„ევროპა ნოსტრას“ ინფორმაციით, საქართველო გამარჯვებულად 8 500 ადამიანმა დაასახელა, რომელთაც ევროპის მემკვიდრეობის სფეროში ფავორიტ მიღწევებს ხმა ონლაინ გამოკითხვის გზით მისცეს.
?Public Choice Award goes to Fortified Settlement of Mutso, Georgia, Category Conservation #EuropeanHeritageAwards #EuropeForCulture 8/8 pic.twitter.com/UUNRQpyxIo
— Europa Nostra (@europanostra) October 29, 2019
29 ოქტომბერს პარიზის შატლეს თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მუცო არის საქართველო და მუცო არის ევროპა“.
„ევროპა ნოსტრას“ თქმით, სოფელი მუცო „ღირშესანიშნავი, ფორტიფიცირებული დასახლებაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩრდილოეთ საქართველოს უძლიერესი საგუშაგო იყო, რომელიც გზებს აკონტროლებდა და სახელმწიფო საზღვარს იცავდა“.
თუმცა, „მკაცრი კლიმატის, სახნავი მიწების ნაკლებობის, ცუდი ინფრასტრუქტურისა და წყლის დეფიციტის გამო, მე-20 საუკუნის შუა პერიოდისთვის სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა“.
მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუ“ -ს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)