საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 6.2%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13.5%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (13.8%), დასვენება, გართობა და კულტურა (7.3%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (6.9%), ტრანსპორტი (3.0%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.6%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (5.9%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)